შავღელეს საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
07-04-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტზე იმუშავეს. 

პროექტის თემა - „გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას“, გახლდათ. 

მოსწავლეებმა, ისტ-ის რესურსების გამოყენებით, დიდი მონდომებითა და გუნდური მუშაობით პოსტერები და საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს. 

ბავშვებმა, ყურადღება იმ საკვები პროდუქტების მიღებაზე გაამახვილეს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის. 

მოზარდებმა ჯანმრთელობის მნიშვნელობა განსაზღვრეს და იმსჯელეს თუ რამდენად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს ისიტ-ის მასწავლებელი ხათუნა ქამადაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203