არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყეს
07-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიანა ბუთხუზის ორგანიზებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გამართეს.
აქტივობა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ჩატარდა და მკვლელობის საქმეს შეეხებოდა.
მოსწავლეებმა როლები გადაინაწილეს. მოწმეების, ექსპერტებისა და მსაჯულების ვალდებულებები თავადვე შეითავსეს და საბოლოოდ ვერდიქტი გამოიტანეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასამართლო ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მარტივი არ იყო მოკლე დროში სიტუაციის გაანალიზება, შემდეგ კი ვერდიქტის გამოტანა, თუმცა ბავშვებმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი კარგად გაართვეს.
აღსანიშნავია, რომ იმიტირებულმა პროცესმა, დამსწრე საზოგადოებაზე ძალიან კარგი შთაბეჭილება მოახდინა.
სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ლიანა ბუთხუზს და მის მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის და განხორციელებული აქტივობისთვის.
„გისურვებთ წარმატებას და წინსვლას…“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს