ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს
07-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედებს სიმღერები და ლექსები მიუძღვნეს. მათ დიდი მონდომებითა და ხალისით დაამზადეს ფერადი მისალოცი ბარათები.

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, მშობლები გაახარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ასეთი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სკოლა ყოველთვის ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203