ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა სახურიამ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
07-04-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა სახურიამ სპორტულ წარმატებას მიაღწია. 

მან მაგიდის ჩოგბურთში გამართულ შეჯიბრში ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და პირველი ადგილი დაიკავა. 

შეჯიბრი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. 

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203