წალკის N2 საჯარო სკოლაში მიუზიკლი დაიდგა
07-04-2023
წალკის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ზღაპარი, როგორც ცნობიერების ამაღლების საშუალება“ ფარგლებში, მინი მიუზიკლი - კომბლე წარმოადგინეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა საბაძე და მუსიკის მასწავლებელი ზოია ყუფუნია იყვნენ.

„მიუზიკლი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის. სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მიუზიკლი ბეშთაშენის საჯარო სკოლაშიც დაიდგა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ბეშთაშენის სკოლის დირექციას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203