„მე არქიტექტორი ვარ“- ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაკეტები შექმნეს
07-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. 

ამჯერად, სკოლაში აქტივობა - „მე არქიტექტორი ვარ“ განხორციელდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ძველი და ახალი სახლის მაკეტები დაამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203