ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლას მოტივორებული, ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს.
ამჯერად, ისინი ორ საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ. აღნიშნული პროექტები ევროპის სკოლების გაერთიანების პლატფორმაზე- eTwinning-ზე ხორციელდება.
VII, VIII, IX- კლასები პროექტში - „ჯანსაღ სხეულში-ჯანსაღი სულია“, მონაწილეობენ. პროექტის მიზანია თინეიჯერებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
X-XI -კლასები პროექტში - „ჩვენი ქვეყნის მითები“ მონაწილეობენ, სადაც მოსწავლეები ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენენ.
იხილეთ ფოტოები: