ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით ფესტივალზე წარმატებით წარდგნენ
07-04-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერვებიან. 

ხაშურში 3 აპრილს ფესტივალი „იავნანა“ დაიწყო. მასში ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ თამარ ქუშაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლის მოსწავლეებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს, ერთ-ერთი მოსწავლე ანი გელაშვილი კი ხაშურის თოჯინების თეატრში მიიწვიეს.

სკოლა დიპლომით და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203