სოხუმის სახელმწიოფო უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
26-04-2018
სამების საკათედრო ტაძარში 1992-1993 წლებში საქართველო /აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებებების დროს დაღუპული ქართველი გმირების საბრძოლო პატივით დაკრძალვის მორიგი ცერემონიალი გაიმართა. დ.ნ.მ ანალიზის მიხედვით იდენტიფიცირებული 22 მებრძოლიდან თორმეტი დიღომში ძმათა სასაფლაოზე, ათი კი რეგიონებში დაკრძალეს.

დიღომში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ იქნენ: ზაალიშვილი ალექსანდრე, ფარქოსაძე გელა, მილორავა ნუგზარი, კოკაია მიხეილი, ფრიდონაშვილი ნუგზარი, არზუმანოვი გიორგი, შინჯიკაშვილი გოჩა, ხარბედია თამაზი, წურწუმია დავითი, კოპალიანი იმედა, ხეჩიკაშვილი კობა, ჯღამაძე შოთა.

სოხუმის სახელმწიოფო უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203