„ჯადოსნური სიტყვები“ - საინტერესო სადამრიგებლო საათი ჩხარის N1 სკოლის 1-ელ კლასში
07-04-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში სადამრიგებლო საათი თემაზე - „ჯადოსნური სიტყვები“ გაიმართა.

გაკვეთილის მიმართულება იყო:  პიროვნული და მორალური განვითარება, ეთიკა და ზრდილობა საკლასო ოთახში და მის გარეთ. ჯადოსნური სიტყვები - მადლობა, ბოდიში.

„გაკვეთილის მიზანი იყო შემდეგი: მოსწავლეებს მოვასმენინე ი.გოგებაშვილის მოთხრობა „ზრდილობიანი“, დავსვი შეკითხვები მოთხრობის ირგვლივ, ვისაუბრეთ ჯადოსნური სიტყვების შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სკოლაში, ქუჩაში, გამოხატონ პატივისცემა უფროსების მიმართ, იყვნენ ზრდილობიანები და თავაზიანები“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა მასწავლებელთან ერთად გააფერადეს და გააფორმეს ხელნაკეთი ხე „ჯადოსნური სიტყვებით“.

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და ცნობირების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203