თბილისის N108 სკოლაში, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ფრენბურთის სასკოლო ჩემპიონატი მიმდინარეობს
07-04-2023

თბილისის N108 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სპორტულ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, მიმდინარეობს სასკოლო ჩემპიონატი ფრენბურთში (პასუხისმგებელი პირი სპორტის მასწავლებელი ნანა ვეშაპიძე).

აღნიშნული აქტივობის ინიციატორი სკოლის თვითმმართველობა იყო.

მსგავსი აქტივობები როგორც მოსწავლეთა ფიზიკური განვითარების, ისე სპორტული ცხოვრების დანერგვის ხელშემწყობია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203