„ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის საწინდარია“ - საინტერესო გაკვეთილების ციკლი თბილისის N108 საჯარო სკოლაში
07-04-2023

თბილისის N108 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცის მიზნით, საინტერესო სპორტული აქტივობები იმართება. 

ამჯერად, სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა - ზაზა სამადაშვილმა სკოლის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარა გაკვეთილების ციკლი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის საწინდარია“.

გაკვეთილის მიზანი - ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და პოპულარიზაცია, ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობის გააზრება, პირადი ჰიგიენის დაცვა, ზრუნვა სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაზე, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის სპორტული აქტივობების მნიშვნელობის გააზრება იყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პროდუქტები, როგორიცაა: საინფორმაციო ბუკლეტები, კედლის გაზეთები, პოსტერები, რომლებიც გამოიფინა სასკოლო სივრცეში.

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, სკოლაში ამავე თემაზე დაგეგმილია უმცროსკლასელებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203