ნიჯგორის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სპორტული აქტივობა მოეწყო
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობოს მიზნით, სხვადასხვა სპორტული აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აქტივობებმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება.
იხილეთ ფოტოები: