შრომის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით, საინტერესო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოეწყო
07-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბ „ახალი ინოვატორების“ ორგანიზებით, ბულინგთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

აქტივობის ხელმძღვანელი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა სამხარაძე იყო. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეებმა ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.

შეხვედრაზე შემდეგ თემებზე ისაუბრეს:

1. ბულინგთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგებზე;
2. ბულინგსა და მისი აღმოფხვრის გზებზე;
3. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩატარებულ და ჩასატარებელ ღონისძიებებზე;
4. გარემოსდაცვის მნიშვნელობაზე;
5. გარემოში არსებულ გამოწვევებზე;
6. ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებზე.
 
შეხვედრას შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორი და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის წარმომადგენელი ინგა დუმბაძე ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203