ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის რეგიონალურ ტურში წარმატება მოიპოვეს
07-04-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ. 

ინტელექტუალური ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, რეგიონალური შეხვედრა ახალციხის N1 სკოლაში გაიმართა. მასში ორგორის საჯარო სკოლის 2 გუნდი - „ლომები“ და „ჭკვიანები“ ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებას მიაღწიეს. 

რეგიონალურ ჩემპიონატში გუნდმა „ლომები“ პირველი ადგილი დაიკავა.

„ლომების“ კაპიტანი მიხეილ ნარიმანიძე, წევრები კი მათე თეთრაძე, ქეთევან ჭიკაიძე, ანამარია ივანიძე, ნიკოლოზ ნარიმანიძე იყვნენ, ხოლო „ჭკვიანების“ კაპიტანი ხატია არგანაშვილი, წევრები -  ლექსო არგანაშვილი, მარიამ არგანაშვილი, მარიამ ნარიმანიძე და გიგი მელიქიშვილი იყვნენ.

„თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებლებს და მშობლებს ვულოცავთ ამ გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203