„მათემატიკის განვითარება საქართველოში“ - ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გამართეს
07-04-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „მათემატიკის განვითარება საქართველოში“ პრეზენტაცია გამართეს. ეს პროექტი „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მოსწავლეებმა ქართული მათემატიკის ფუძემდებლებზე საინტერესო ინფორმაციები წარმოადგინეს, მათ ღვაწლზე ისაუბრეს. გარდა ამისა, „პი“ რიცხვის წარმოშობის ისტორიაზე გაამახვილეს ყურადღება. 

„ბოლოს პროექტი მხიარული გახადა მათემატიკური ხასიათის ამოცანა-ლექსებმა და მე-3 კლასელების წარმოდგენილმა მოქმედების ნიშნების „ჩხუბმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203