„მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა“- სიქთარვას საჯარო სკოლაში ნორჩ ფიზიკოსთა კლუბის შეხვედრა გაიმართა
07-04-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებელ, მედეა მიქავას ხელმძღვანელობით, ნორჩ ფიზიკოსთა კლუბი ფუნქციონირებს.

კლუბის წევრები პერიოდულად იკრიბებიან და საინტერესო საკითხებს განიხილავენ. მორიგი შეხვედრის თემა „მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა“ იყო. აქტივობაში ყველა მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

მათ მდგრადი განვითარების მიზნებსა და მწვანე დღეების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა ანი ისაკაძემ, ბაჩო ცხადაძემ, მარი ისაკაძემ, მაგდა არაბიძემ და კოტე ფოფხაძემ ფიზიკაში საინტერესოდ დამუშავებული თემები წარადგინეს.

გაიმართა დისკუსია და მოსწავლეებმა ბარათზე დაწერილ შეკითხვებს უპასუხეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203