ხელვაჩაურის N1 სკოლაში ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
07-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ მოსწავლეები საქართველოს ისტორიას დიდი მონდომებით სწავლობენ. 

ამჯერად, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება.

„ზვიად გამსახურდია უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ის არის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ანთებული ლამპარი, რომელსაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ახალგაზრდების გულში ვერავინ ჩააქრობს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203