კვახჭირის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის დღეს შემეცნებითი შეხვედრა მიეძღვნა 
07-04-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

ბავშვებმა განსაზღვრეს თუ რა უნდა იცოდნენ და რა უნდა გააკეთონ წყლის დასაცავად.

ახალგაზრდებმა ასევე მოიძიეს ინფორმაცია, რომელი მდინარე ჩამოედინება მათ სოფელში, ამჟამად რა მდგომარეობაა მის სანაპიროზე და როგორ ჭუჭყიანდება წყალი. 

მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მათთვის უცნობ ინფორმაციას გაეცნენ და წყლის დაცვის მნიშვნელობა გაიაზარეს. 

ღონისძიება მე-9 კლასში ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი მარეხი ყვავაძე ხელმძღვანელობდა, კლასის დამრიგებელი კი, თამარ აფრიდონიძე გახლავთ.  

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203