ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
07-04-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები საინტერესო სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთნენ. 

ღონისძიება სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელსაც სპორტის მასწავლებლი დიმიტრი სულაბერიძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიება მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

სასკოლო საზოგადოება დიდ მადლობას უხდის მასპინძელ სკოლას და სპორტსმენებს წარმატებებს უსურვებს. 

სკოლაში, სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას დიდი
ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203