ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება საინტერესოდ შეაჯამეს
07-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-8 კლასში ისტორიის კომპლექსური დავალების შეჯამება მოეწყო. 

ბავშვებმა, დავით აღმაშენებლის მეფობისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და პერგამენტის ფურცელი, წიგნები და სლაიდები მოამზადეს. 

მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ  ჩართულნი, პრაქტიკული აქტივობების დახმარებით ახალი მასალა უკეთ აითვისეს, უკვე ნასწავლი კი საფუძვლიანად განამტკიცეს. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი სვეტლანა გრაბსკაია ხემძღვანელობდა

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, განსხვავებული, საინტერესო და სახალისო აქტივობების შეთავაზება, სტიმულის მიცემისა და გააქტიურებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203