
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში ბიოლოგიის ღია გაკვეთილი თემაზე - „საჭმლის მონელება ნაწლავებში“ ჩატარდა.
გაკვეთილს ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ციალა ინაიშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ სხვადასხვა აქტივობა მონდომებით შეასრულეს.
„გაკვეთილის ბოლოს მათ შეძლეს წვრილი ნაწლავის და მისი ჯირკვლების სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ მსჯელობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გაკვეთილი საინტერესო და ინფორმაციული იყო.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: