ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში ესთეთიკური აღზრდის კათედრის ორგანიზებით, გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
მათ ზეიმზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე ერთ-ერთი დაუვიწყარი იყო, როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს და მათ მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები: