ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზია“ ბავშვთა მრავალმხრივ განვითარებაზე სკოლამდელი ასაკიდან ზრუნავს
07-04-2023
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ მოსწავლეთა სკოლამდელ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამიტომ, გიმნაზიის დაქვემდებარებაშია საბავშვო ბაღი - „სუპერ ძიძა“, სადაც ბავშვთა მრავალმხრივ განვითარებას ეყრება საფუძველი. 

ბაღში სხვადასხვა სახის აქტივობა ეწყობა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, ბაღში ჩატარდა აქტივობა - სილამაზის სალონი „ტაია-ტაია“, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები და უნარები სხვადასხვა მიმართულებით შესანიშნავად გამოავლინეს.

აქტივობა სახალისო და საინტერესო იყო.

მსგავსი აქტიბობებით ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იძენენ საჭირო ცოდნასა და უნარებს, რაზეც ბაღში ზრუნავენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203