
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა თემაზე: „ბავშვებზე ძალადობა“ საკონკურსო კედლის გაზეთი შექმნეს. მათ ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნ. გარიბიანი.
მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობით ბავშთა მიმართ ძალადობა დაგმეს.
მათ ასევე აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: