ჩაოს საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება გაიმართა 
07-04-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.

სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეც. მოსწავლეები სლოგანის - „ქრომოსომებს არ ვითვლით, ჩვენ ერთნი ვართ“ გაერთიანდნენ და სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს. 

სინდრომი 1866 წელს ჯონ დაუნმა აღწერა. 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203