დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალათბურთის მუნიციპალურ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავეს
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
კალათბურთში, საჯარო სკოლების 2008-2010 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს შორის მურმან თავართქილაძის და გიორგი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. მასში დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
- I ადგილი - დაბა ხულოს საჯარო სკოლა;
- II ადგილი - ოქრუაშვილების საჯარო სკოლა;
- IIIადგილი - უჩხოს საჯარო სკოლა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნიკა ჩიტაძეს, საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი კი დავით შავაძეს გადაეცა.
მათი პედაგოგი: ჯ. შანთაძეა.
„ვულოცავთ გამარჯვებას ბავშვებს და მათ საუკეთესო მწვრთნელს ჯემალ მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: