
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მოსწავლეებმა პოსტერები თემაზე - „ციფრული უსაფრთხოება“ მოამზადეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს და ცოდნა გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
„ციფრული წიგნიერების ფლობა ოცდამეერთე საუკუნის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც მეტია ინფორმაცია, მით მეტია კიბერბულინგის, დეზინფორმაციის გავრცელების, სიძულვილის ენის გამოყენების საფრთხე, ამიტომ საჭირო და დროულია მოსწავლეემა იცოდნენ მედიაწიგნიერება, მისი გამოყენების უსაფრთხო წესები. დაიცვან პირადი მონაცემები, მოიპოვონ ინფორმაცია, დაახარისხონ, გაფილტრონ და ა. შ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: