ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო
07-04-2023
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

გაიმართა სპორტული აქტივობები,რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

სკოლას სტუმრობდნენ: იმერეთის ოლიმპური კომიტეტის თავმჯდომარე -  რევაზ რობაქიძე, სპორტულ გაერთიანებათა მმართველი -კობა ფხაკაძე, საქალაქო ღონისძიებების ხელმძღვანელი - მანანა მანაგაძე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი -  დავით გორდელაძე და კახიანოურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი - ელიზა აბზიანიძე.

„ჩვენი სკოლა, ადმინისტრაცია, მოსწალეები და პედაგოგები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონალური ორგანიზაციის თანადგომით, გამოეხმაურა მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203