
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, პროექტი გაიმართა.
„აუტიზმი ტრაგედია არ არის, მისი იგნორირებაა ტრაგედია!“ - სწორედ ამ დევიზით ჩაერთნენ მასში კლუბ „ნიკეს“ მოსწავლეები. მათი ხელმძღვანელი მაია არახამიაა.
პროექტი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შექმნეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები, როგორც ელექტრონული ისე მატერიალური სახის. მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. უჩვენეს დოკუმენტური ფილმები, რის შემდეგ ფილმისა და პრეზენტაციების ანალიზი გაიმართა.
პროექტი სამოქალაქო განათლება პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
„2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაცია, მადლობა მათ მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში,
იხილეთ ფოტოები: