მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
07-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახლის აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად ისინი, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ მინი ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ.
თამაშები მაღლაკის განახლებულ მოედანზე გაიმართა. მასში მაღლაკის N1 საჯარო სკოლისა და სოფელ გუბის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა საფეხბურთო გუნდები ჩაერთნენ. ტურნირის მსაჯი მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი იოსებ ფხაკაძე იყო.
შეჯიბრი სოფელ მაღალკის N1 საჯარო სკოლის ორივე გუნდის გამარჯვებით დამთავრდა, ვაჟები: 5:1, გოგონები - ძირითადი დრო ფრე 1:1, თერთმეტმეტრიანებით 3:1. გამარჯვებულ გუნდებს თასი სოფელ მაღლაკის გამგებელმა ვაჟა ჟორჟოლიანმა გადასცა. თითოეული მოსწავლე სიგელით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს