
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლე-მასწავლებლები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, სხვადასხვა ღონისძიებებს მართავენ და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ზაირა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ასევე ბავშვება ინგლისურენოვანი პოსტერები დაამზადეს.
აღნიშნულ აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: