ქსნის საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
07-04-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე.

ამ დღეს ქსნის საჯარო სკოლის III და VII კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები. ბავშვებმა გაიხსენეს მათი საყვარელი ქართველი და უცხოელი საბავშვო მწერლები: ა. სულაკაური, გ. პეტრიაშვილი, ა. ლინდგრენი, ჯ. როულინგი, შ. პერო, ძმები გრიმები ...დახატეს საყვარელი პერსონაჟები და შექმნეს კომიქსები.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეს მსოფლიოში გამოჩენილი დანიელი საბავშვო მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - 2 აპრილს აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203