
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საინტერესო და სახალისო ღონისძიება ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი წარმოადგენა.
ღონისძიება მე-3 კლასში გაიმართა.
მოსწავლეებმა სასკოლო გარემო სადღესასწაულოდ მორთეს, საზეიმო ფორმაში გამოეწყვნენ და აუდიტორიას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.
პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გაჯერებული ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს კი, დედის დღე დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს, დიდი სიყვარულითა და ემოციური სიტყვებით მიულოცეს.
ღონისძიებას, მასწავლებელი ს. ჰარუთიუნიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა, სადაც მეტად თავისუფლები და ხალისიანები იქნებიან.
იხილეთ ფოტოები: