„მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ - საინტერესო ღონისძიება განძის N2 საჯარო სკოლაში 
07-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ეწყობა. 

მათ შორის აღსანიშნავია, მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით - „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“.

წარმოდგენა მე-3 კლასში გაიმართა, მოსწავლეებმა ეს დღე საინტრესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს. 

ღონისძიებას მასწავლებელი ლ. თევანიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები სამუშაო პროცესში, დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვა, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203