„სხვა სამყარო ჩემი“- წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული კონკურსი გრძელდება
07-04-2023
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისა და ნიჭის წარმოაჩენისთვის, ტრადიციულად იმართება სასკოლო კონკურსი  - „სხვა სამყარო ჩემი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ ბავშვს, მშობელს  და მასწავლებელს შეუძლია, რადგან კონკურსის პირობებით ნებისმიერი ჰობი და გატაცება შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულია ოთხი ნომინაცია: 

  • „აქტიური მკითხველი“;
  • „ხელმარჯვე ოსტატი“;
  • „ნიჭიერი ხელოვანი“;
  • „ნიჭიერი დეკლამატორი“.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები, საყვარელი სიმღერების, ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, საკუთარ გადაღებულ ფოტოებსა და სხვა ნამუშევრებს წარადგენენ. 

გამარჯვებულები კი ტრადიციულად, ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

იხილეთ საკონკურსო ნამუშევრები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203