ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
07-04-2023

ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მათ შესაძლებლობები ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ წარმოაჩინეს, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიმართა.

აღნიშნული თამაში „ალტე უნივერსიტეტში“, ხაშურელ ახალგაზრდებს შორის ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექვსეულში სკოლის სამი მოსწავლე: ანა ლაბაძე, ნინო ახალკაცი, თინათინ ცუცქირიძე მონაწილეობდნენ.

გუნდმა - „ატლასმა“ შეჯიბრში მე-2 ადგილი დაიკავა და შესაძლებლობები წარმოაჩინა.

თამაში საინტერესო და სახალისო იყო.

„გილოცავთ წარმატებულ თამაშს და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203