ქსნის საჯარო სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში პედაგოგ ჯულიეტა ახალკაცის ხელმძღვანელობით, მათემატიკის საერთაშორისო( „π“- რიცხვის) დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა სკოლაში საკუთარი ხელით შექმნილი „π“ რიცხვის სიმბოლოები და საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.
სკოლაში აღნიშნულ დღეს ასევე მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა - გაიმართა გასართობი კონკურსები, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღნიშნულ აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: