ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალური თამაშის რეგიონალურ ტურში
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსში მონდომებით ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“ რეგიონალურ ტურში წარმატებით იასპარეზეს.
აღნიშნულ შეჯიბრში მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის წევრებიც არიან - სალომე მახარაშვილი, ზურა ფერაძე, ლუკა ლაბაძე, ალექსანდრე კიკნაძე და ლუკა ნოზაძე, 1-ელი ადგილი დაიკავა.
მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.
ასევე ფინალში, მესამე ადგილით გავიდა მე-8 კლასის მოსწავლეების გუნდი. მისი წევრები არიან: სალომე შეყელაშვილი, ირაკლი დოფიძე, გიორგი კვერნაძე, ანანო გელაშვილი და ნიკოლოზ გოცირიძე.
ორივე გუნდის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა გელაშვილი გახლავთ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, დამსახურებულ პირველობას ულცოავს.
სკოლაში მსოწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერენ, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები: