„თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა „ჩვენი საქართველოს“ საინტერესო გაკვეთილი
07-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, საინტერესო გაკვეთილი სკოლის მე-4გ კლასში, საგანში - „ჩვენი საქართველო“ ჩატარდა.
აღნიშნული გაკვეთილის თემა - „თბილისის რელიგიური მრავალფეროვნება“, სამიზნე ცნება - მრავალფეროვნება იყო.
კლასის ისტორიის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე, დამრიგებელი კი სალომე ქობალია გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თბილისში არსებულ საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობებსა და მათ შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრეს.
განიხილეს თუ რატომ არის, მნიშვნელოვანი საზოგადოების რელიგიური მრავალფეროვნება ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნებისათვის და რა აერთიანებთ სხვადასხვა აღმასრულებლობის წარმომადგენლებს.
მოსწავლეებმა აღნიშნულ გაკვეთილზე საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
გაკვეთილში ასევე ჩაერთო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, რომელმაც საინტერესო დისკუსია გამართა ბავშვებთან.
მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას მეტად ზრდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს