სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში
07-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ამჯერად, პირველ კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ბავშვები გაეცნენ იგავ - არაკს - „მელა და წერო“. იგავის შესახებ აზრი გამოხატეს და პერსონაჟთა საქციელსა და მეგობრობაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მე-2-დან მე- 5 კლასის ჩათვლით მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.  

იგავ-არაკთან დაკავშირებით, აზრი დამსწრე საზოგადოებამაც გამოხატა. 

მოსწავლეებმა და აუდიტორიამ, მეგობრობასა და სტუმართმოყვარეობაზე ისაუბრეს და ეს საკითხები წაკითხულის მიხედვით განიხილეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, შეხვედრა ძალიან სასარგებლო, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203