„ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავინ მარცხდება, იმარჯვებს მეგობრობა და სიყვარული“- ხონის N2 სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
07-04-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი მასწავლებლებთან ერთად, დამეგობრებულ, მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნულ სკოლებს შორის ფეხბურთსა და კალათბურთში (3X3) გოგონათა და ვაჟთა გუნდების მეგობრული შეხვედრები გაიმართა.

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავინ მარცხდება. იმარჯვებს მეგობრობა, სიკეთე და სიყვარული... მეგობრობის ხიდი, რომელიც ამ ორ სკოლას შორისაა გადებული, მომავალშიც სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით გამყარდება. მადლობა ჩვენს მასპინძლებს, ღონისძიებაში ჩართულ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლებს შორის გამართული მსგავსი სპორტული აქტივობები მოსწავლეებს აახლოებს და გუნდურობას ასწავლის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203