„ქაღალდის მეორე სიცოცხლე“ - წერეთელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორიგინალური გარემოსდაცვითი პროექტი
07-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის ეკოკლუბიბუკნაჭო“, გარემოსდაცვით საკითხებზე აქტიურად მუშაობს და არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. 

მათ შორისაა, ორიგინალური ინიციატივა - „ქაღალდის მეორე სიცოცხლე“. 

მოსწავლეებმა, პედაგოგ ლელა ჯაბანაშვილის ხელმძღვანელობით, ქაღალდის ნარჩენები გადაამუშავეს და მეორადი გამოყენების ფუნქცია მიანიჭეს. 

პატარებმა თავისივე დამზადებულ ქაღალდებზე მრავალფეროვანი ნახატები დახატეს და საკლასო ოთახი გაალამაზეს. 

„აჩუქე ნარჩენებს მეორე სიცოცხლე“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვით საკითხებში მათ აქტიურ ჩართულობას დიდი ყურადღება ეთმობა. 

„აი, ასეთი მასწავლებლები მყავს მე!...  საუკეთესო საუკეთესოთა შორის -  პედაგოგი ლელა ჯაბანაშვილი.

უამრავი წარმატება, მოსწავლეებსაც და მასწავლებელსაც! ვამაყობ თითოეული თქვენგანით!“  - წერს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი თავის სოციალურ ქსელში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო-მასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203