შემოქმედის საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდა
07-04-2023

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის ხუთი წარჩინებული მოსწავლე, კომპიუტერებით დასაჩუქრდა.

ჯილდო მოსწავლეებმა: ნინი ჩიტაიშვილმა, ლადო ზოიძემ, ბაია ბურჭულაძემ, საბა გიგიბერიძემ და გურამ ონიანმა, საბაზო საფეხური  წარმატებით დასრულებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში მოიპოვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,  წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები ოზურგეთის მერმა - ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დარჩიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ლელა იმედაშვილმა გადასცეს, მათ მოსწავლეებს მიულოცეს მიღწეული წარმატება და ამ მნიშვნელოვანი წამახალისებელი და მამოტივირებელი პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებს და მათ მშობლებს  ულოცავს პირველ აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203