„ქალები საქართველოდან“ - სასკოლო კონფერენცია საბუეს საჯარო სკოლაში
07-04-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში არაერთი შემეცნებითი და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა იმართება.

მათ შორის აღსანიშნავია, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი საინტერესო კონფერენცია, სახელწოდებით -„ქალები საქართველოდან“. 

კონფერენცია მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიზანი - სახელოვანი ქართველი ქალების ისტორიების გაცოცხლება, იყო. 

მოსწავლეებმა წარმატებული ქალების ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ცხოვრებისეულ დეტალებზე, მათ ნიჭსა, გატაცებებსა და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრეს, რომლითაც თითოეული ქართველი ამაყობს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორი პედაგოგი თამარ დუშმანაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203