საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
07-04-2023
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა საინტერესოდ აღინიშნება, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მე-4ა კლასის მოსწავლეებთან ერთად, მშობლებიც მონაწილეობდნენ, რამაც ზეიმს მეტი მრავალფეროვნება შემატა.
მათ ღონისძიებაზე საინტერესო მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
აქტივობაში ისინი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მსგავსი აქტივობები, მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებსა და შესაძლებლობებს შესანიშნავად წარმოაჩენს, რაც მათ მოტივაციას უმაღლებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს