
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური გადაეცა. გიორგის, რომელიც ბეჯთი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლე, შრომა დაუფასდა, რაც სკოლაში ახარებთ.
სკოლის დირექტორი ასლან ბერიძე, კლასის დამრიგებელი მაია ბერიძე და მასწავლებლები მოსწავლეს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: