რეხის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა 
06-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, ამჯერად, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერსით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

მოკლე მანძილზე სირბილში გოგონათა შორის ანი საბაძემ, ხოლო ბიჭებში საბა საბაძემ გაიმარჯვა. ფეხბურთში ტოლი არავის დაუდო ლუკა მინაძის გუნდმა „ტორნადომ“ და პირველი ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებში მასწავლებლებიც აქტიურად ჩაერთნენ, ისინი მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივირებისთვის ყოველდღიურად შრომობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203