
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლას არაერთი ბეჯითი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ანა კალანდაძე, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია.
26 მარტს, შემოქმედთა კავშირის მიერ, კომპოზიტორთა სახლში, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის რესპუბლიკური კონკურს-ფესტივალი - „იპოვე შენი ვარსკვლავი“, ჩატარდა, სადაც ანა მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის დებულების თანახმად, ვარსკვლავის ტიტული ენიჭება კონკურსანტს, რომელიც ამ კონკურსზე სამი წლის განმავლობაში მონაწილეობს და ყოველწლიურად იღებს უმაღლეს შეფასებას - გრან-პრის.
ანამ, ბრწყინვალე შეფასებები დაიმსახურა და ერთსულოვნად მიანიჭეს - „ვარსკვლავის“, წოდება.
„ვულოცავთ უნიჭიერეს გოგონას, ზესტაფონის N1 მუსიკალურ სკოლას, პედაგოგს ქალბატონ ლელა მინაშვილს. წარმატებას ვუსურვებთ ანას, გვჯერა, რომ უდიდეს წარმატებას მიაღწევს ჩვენი ქვეყნის სასახელოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: