სხალთის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო
06-04-2023
აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეები აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ. მათ ასევე თემატური პლაკატი წარწერით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ შექმნეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.